ისრაელის ქნესეთის სპიკერი შალვა პაპუაშვილს შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს უგზავნის
ისრაელის ქნესეთის სპიკერი შალვა პაპუაშვილს შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს უგზავნის

ისრაელის ქნესეთის სპიკერი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს უგზავნის.

ამირ ოხანა, ქნესეთის წევრების სახელით, სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს.

„ძვირფასო კოლეგა, ღრმად დამამწუხრა ინფორმაციამ საქართველოს ჩრდილო-დასავლეთში მომხდარი გამანადგურებელი მეწყრის შესახებ, რასაც ადამიანთა დაშავება და სიცოცხლის დაკარგვა მოჰყვა. შოვის მცხოვრებლების წინაშე არსებული გამოწვევების მიუხედავად, მჯერა, რომ ისინი ძალასა და მხნეობას გამოიჩენენ უახლოეს დღეებში. ჩემი კოლეგების სახელით ქნესეთში, გარდაცვლილთა ოჯახებს – გულწრფელ სამძიმარს და ქართველ ხალხს თანადგომას ვუცხადებთ, დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 19 ადამიანი, სტიქიის ზონაში კი 16 ადამიანს ეძებენ.

საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.