ისრაელის ქალაქ ჰადერაში შეიარაღებული პირების თავდასხმის შედეგად ქვეყნის სასაზღვრო პოლიციის ორი ოფიცერი დაიღუპა
ისრაელის ქალაქ ჰადერაში შეიარაღებული პირების თავდასხმის შედეგად ქვეყნის სასაზღვრო პოლიციის ორი ოფიცერი დაიღუპა

ისრაელის ქალაქ ჰადერაში შეიარაღებული პირების თავდასხმის შედეგად ისრაელის სასაზღვრო პოლიციის ორი ოფიცერი დაიღუპა. ისრაელის მედიის ინფორმაციით, შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად, ისრაელის პოლიციის თანამშრომლებმა არაბი ეროვნების ორი თავდამსხმელი მოკლეს.

გავრცელებული ცნობით, ისრაელის სასაზღვრო პოლიციის ორივე ოფიცერი 19 წლის იყო. მოგვიანებით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაციამ, ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

ტერორისტული დაჯგუფების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ თავდასხმის შედეგად ისრაელის პოლიციის ათი თანამშრომელი დაშავდა. ტერორისტული თავდასხმის გამო, ისრაელის პოლიცია საგანგებო რეჟიმში მუშაობს.