ისრაელის ქალაქ აშკელონში საჰაერო დარტყმის გამაფრთხილებელი სიგნალი ჩაირთო
ისრაელის ქალაქ აშკელონში სარაკეტო დარტყმის გამაფრთხილებელი განგაშის სიგნალები გაისმა. ისრაელის თავდაცვის ძალები ამოწმებენ, გაუშვეს თუ არა ღაზის სექტორიდან რაკეტები კიდევ ერთხელ.
არაბული ანკლავის რადიკალური დაჯგუფებები აცხადებენ, რომ ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვება მანამდე გაგრძელდება, ვიდრე თელ ავივი ცეცხლის შეწყვეტას საჯაროდ არ აღიარებს.
ეგვიპტისა და გაერო-ს შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე, რადიკალური მოძრაობა „ჰამასის“ წევრები ამბობენ, რომ ისრაელთან ახალი ომი არ სურთ.
4-5 მაისს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 600 რაკეტა გაუშვეს.