ისრაელის პრეზიდენტი დევიდ ქემერონსა და ანალენა ბერბოკს შეხვდა
ისრაელის პრეზიდენტი დევიდ ქემერონსა და ანალენა ბერბოკს შეხვდა

ისრაელის პრეზიდენტი, ისააკ ჰერცოგი იერუსალიმში გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა.

შეხვედრისას ჰერცოგმა საერთაშორისო თანამეგობრობას ირანის წინააღმდეგ გლობალური კოალიციის შექმნისკენ მოუწოდა.

„მადლობა დევიდ ქემერონსა და ანალენა ბერბოკს თბილი დისკუსიისთვის. მთელმა მსოფლიომ უნდა იმუშაოს გადამწყვეტად ირანის რეჟიმის საფრთხის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს, შეარყიოს მთელი რეგიონის სტაბილურობა“, – ნათქვამია ჰერცოგის განცხადებაში.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ქემერონი და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი პირველი დასავლელი დიპლომატები არიან, რომლებიც გასულ შაბათ-კვირას ირანის სარაკეტო თავდასხმის შემდეგ ისრაელს ეწვივნენ.