ისრაელის პრეზიდენტი აკრიტიკებს ავსტრალიის გადაწყვეტილებას პალესტინის სახელმწიფოს აღიარებასთან დაკავშირებით
ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი აკრიტიკებს ავსტრალიის გადაწყვეტილებას პალესტინის სახელმწიფოს აღიარებასთან დაკავშირებით. ჰერცოგის განმარტებით, ეს ნაბიჯი „ჯილდოა ტერორისთვის“ და „სერიოზული შეცდომაა“.
„ეს არის სერიოზული და სახიფათო შეცდომა, რომელიც ვერცერთ პალესტინელს ვერ დაეხმარება და, სამწუხაროდ, ვერცერთ მძევალს ვერ დააბრუნებს“, – აღნიშნა ისრაელის პრეზიდენტმა.
მანამდე ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანეზემ აღნიშნა, რომ ავსტრალია სექტემბერში დაგეგმილ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას გეგმავს.