ისრაელის პრემიერის ადმინისტრაციის თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა. ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის წარმომადგენლების თქმით, ამჟამად მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა და ჯერ უცნობია, ჰქონდა თუ არა ინფიცირებულს კონტაქტი ისრაელის მთავრობის მეთაურთან.
შეგახსენებთ, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ ნეთანიაჰუ ორჯერ იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. პირველად, როდესაც არსებობდა ეჭვი, რომ მას კოვიდინფიცირებულ თანაშემწესთან ჰქონდა შეხება და მეორედ, როდესაც „კოვიდ-19“ დაუდგინეს ისრაელის ჯანდაცვის მინისტრს.
ისრაელში „კოვიდ-19“ სულ 17 000-ზე მეტ ადამიანს გამოუვლინდა. 289 პაციენტი გარდაიცვალა.