ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, ჯო ბაიდენმა ბენიამინ ნეთანიაჰუს სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ აშშ დგას ისრაელის გვერდით და სრულად უჭერს მხარს, დაიცვას თავი
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, ჯო ბაიდენმა ბენიამინ ნეთანიაჰუს სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ აშშ დგას ისრაელის გვერდით და სრულად უჭერს მხარს, დაიცვას თავი

აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, – ამის შესახებ ისრაელის მედია წერს.

„აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განუცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომ აშშ დგას ისრაელის გვერდით და სრულად უჭერს მხარს ისრაელის უფლებას, დაიცვას თავი“, – განაცხადეს ისრაელის პრემიერის ოფისში.

ნეთანიაჰუმ მადლობა გადაუხადა ბაიდენს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ „საჭიროა გახანგრძლივებული და ძლიერი კამპანია, რომელშიც ისრაელი გაიმარჯვებს“.

ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები დღეს, გამთენიისას გაუშვეს. მედიის ცნობით, ტერორისტული ჯგუფის, „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად, ისრაელში, სულ მცირე, 100 ადამიანი დაიღუპა. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საავადმყოფოებში ამ დროისთვის 908 დაშავებულია გადაყვანილი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო. ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.