ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, ისრაელს ღაზიდან ოთხი მძევლის ცხედარი გადასცეს
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, ისრაელმა ღაზიდან ოთხი მძევლის ცხედარი დაიბრუნა.
„ისრაელმა წითელი ჯვრის მეშვეობით დაიბრუნა ოთხი მძევლის ცხედარი, რომლებიც ღაზის სექტორში ისრაელის თავდაცვის ძალებსა და შინ ბეტის ძალებს გადასცეს“, – ნათქვამია ოფისის განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამჟამად ცხედრები თელ ავივში, სასამართლო ექსპერტიზის ინსტიტუტში გადაჰყავთ იდენტიფიკაციისთვის, რასაც, ოფიციალური პირების თქმით, შესაძლოა, ორ დღემდე დასჭირდეს. „ჰამასმა“ არ გაამჟღავნა გადაცემული გარდაცვლილი მძევლების ვინაობა. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, „ჰამასს“ ღაზაში ჯერ კიდევ 20 დაღუპული მძევალი ჰყავს.