ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი - ისრაელი გააგრძელებს მუშაობას საერთაშორისო სააგენტოებთან, ასევე აშშ-სა და ევროპასთან ერთად, რათა დარწმუნდეს, რომ ღაზაში დიდი ოდენობით ჰუმანიტარული დახმარება შედის
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი - ისრაელი გააგრძელებს მუშაობას საერთაშორისო სააგენტოებთან, ასევე აშშ-სა და ევროპასთან ერთად, რათა დარწმუნდეს, რომ ღაზაში დიდი ოდენობით ჰუმანიტარული დახმარება შედის

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებით, ისრაელი გააგრძელებს მუშაობას საერთაშორისო სააგენტოებთან, ასევე აშშ-სა და ევროპასთან ერთად, რათა დარწმუნდეს, რომ ღაზაში დიდი ოდენობით ჰუმანიტარული დახმარება შედის.

ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ჰამასი“ პარავს დახმარებას ღაზაში მცხოვრებ ხალხს.

„მიუხედავად იმისა, რომ ღაზაში სიტუაცია რთულია და ისრაელი დახმარების მიწოდების უზრუნველსაყოფად მუშაობს, „ჰამასი“ სარგებელს იღებს ჰუმანიტარული კრიზისის გაღვივების მცდელობით. ჩვენ, როგორც ყოველთვის, გავაგრძელებთ პასუხისმგებლობით მოქმედებას  და გავაგრძელებთ ჩვენი მძევლების დაბრუნებისა და „ჰამასის“ დამარცხებისკენ სწრაფვას. ეს არის ერთადერთი გზა მშვიდობის უზრუნველსაყოფად როგორც ისრაელელებისთვის, ასევე პალესტინელებისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.