ისრაელის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი - სამხედრო ოპერაციები მიმდინარეობს, ისრაელი არ გაჩერდება, ვიდრე არ დაშლის „ჰამასის“ სამხედრო სტრუქტურას ღაზაში
ისრაელის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი - სამხედრო ოპერაციები მიმდინარეობს, ისრაელი არ გაჩერდება, ვიდრე არ დაშლის „ჰამასის“ სამხედრო სტრუქტურას ღაზაში

ღაზა ძალიან განსხვავებული იქნება, როდესაც კონფლიქტი დასრულდება, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, მარკ რეგევმა Fox News-თან განაცხადა.

„ჩვენ ვაძლიერებთ ზეწოლას „ჰამასზე.“ სამხედრო ოპერაციები მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე უფრო კონკრეტული ვერ ვიქნები, მაგრამ „ჰამასი“ ახლა გრძნობს ისრაელის სიძლიერეს“, – განუცხადა მარკ რეგევმა Fox News-ს.

ნეთანიაჰუს მრჩევლის თქმით, ისრაელი იქამდე არ გაჩერდება, ვიდრე არ დაანგრევს და არ დაშლის „ჰამასის“ სამხედრო სტრუქტურას ღაზაში.