ისრაელის პრემიერ-მინისტრის მეუღლემ სასამართლოს წინაშე პირადი მოხმარებისთვის სახელმწიფო სახსრების ხარჯვა აღიარა
ისრაელის პრემიერ-მინისტრის მეუღლემ სასამართლოს წინაშე პირადი მოხმარებისთვის სახელმწიფო სახსრების ხარჯვა აღიარა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მეუღლემ სასამართლოს წინაშე პირადი მოხმარებისთვის სახელმწიფო სახსრების ხარჯვა აღიარა.

იერუსალიმის პროკურატურის ინფორმაციით, სარა ნეთანიაჰუმ 175 ათასი ებრაული შეკელი დახარჯა, რაც 48 570 დოლარის ეკვივალენტია. ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელის მეუღლეს საპროცესო გარიგება გაუფორმდა და 55 ათას შეკელს (15 265 დოლარი) გადაიხდის.

თავდაპირველი ბრალდების თანახმად, სარა ნეთანიაჰუმ, სახელმწიფო მოხელეებთან ერთად, მოტყუების გზით სახელმწიფოსგან 100 ათას დოლარზე მეტი მიიღო, რაც რეგულაციების დარღვევით რესტორნებიდან საკვების მიწოდებისთვის დაიხარჯა.