ისრაელის პრემიერი ღაზაში ოპერაციის დასრულების ვადებზე - ჩვენ წამმზომით არ ვდგავართ, ვზრუნავთ ოპერაციის მიზნებზე
ისრაელის პრემიერი ღაზაში ოპერაციის დასრულების ვადებზე - ჩვენ წამმზომით არ ვდგავართ, ვზრუნავთ ოპერაციის მიზნებზე

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ღაზას სექტორში სამხედრო ოპერაციის შეწყვეტის ვადების გამოცხადება შეუძლებელია. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „თაიმს ოფ ისრაელი“ ავრცელებს.

„ჩვენ არ ვდგავართ წამმზომით. ჩვენ ვზრუნავთ ოპერაციის მიზნებზე“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა უცხოურ მედიასთან საუბრისას.

საბრძოლო მოქმედებები ღაზას სექტორსა და ისრაელში გასული კვირის ორშაბათიდან მიმდინარეობს.

რადიკალური მოძრაობა „ჰამასის“ მიერ ისრაელის ქალაქების მიმართულებით გაშვებულ რაკეტებს 12 ადამიანი ემსხვერპლა. ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად ანკლავში გარდაცვლილია 219 ადამიანი.