ისრაელის ოპოზიციის ლიდერი - ბენიამინ ნეთანიაჰუს ვუთხარი, რომ მზად ვარ, გადავდოთ ჩვენი უთანხმოება და შევქმნათ საგანგებო, პროფესიონალური მთავრობა, რათა მოვახერხოთ რთული ოპერაციის მართვა
ისრაელის ოპოზიციის ლიდერი - ბენიამინ ნეთანიაჰუს ვუთხარი, რომ მზად ვარ, გადავდოთ ჩვენი უთანხმოება და შევქმნათ საგანგებო, პროფესიონალური მთავრობა, რათა მოვახერხოთ რთული ოპერაციის მართვა

ცოტა ხნის წინ შევხვდი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს. ვუთხარი მას, რომ ამ საგანგებო სიტუაციაში, მე მზად ვარ, გვერდით გადავდოთ ჩვენი უთანხმოება და შევქმნათ საგანგებო, ვიწრო, პროფესიონალური მთავრობა, რათა მოვახერხოთ, ვმართოთ რთული ოპერაცია, რომელიც გველის წინ, – ამის შესახებ ისრაელის ოპოზიციის ლიდერმა, იაირ ლაპიდმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნეთანიაჰუმ იცის, რომ, ამჟამინდელი უკიდურესი და დისფუნქციური უსაფრთხოების კაბინეტით, მას არ შეუძლია ომის მართვა.

„ისრაელის სახელმწიფო ომშია. ეს არ იქნება ადვილი და არც მოკლე. მას აქვს სტრატეგიული შედეგები, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში არ გვინახავს. არსებობს სერიოზული რისკი, რომ ის გადაიქცევა მრავალფრონტულ ომად. ისრაელის სახელმწიფომ დღეს მძიმე დარტყმა განიცადა. ჩვენ ყველას გვტკივა, ყველანი გაბრაზებულები ვართ. თუმცა, ომები და ქვეყნები არ იმართება ტკივილით და ბრაზით, არამედ სიმშვიდით და სიტუაციის სტრატეგიული გაგებით. ჩვენ უნდა დავაყენოთ პოლიტიკა ერთ მხარეს საგანგებო მთავრობის გულისთვის, რომელიც გადაჭრით მართავს ამ ვითარებას და სხვა საკითხი არ მოგვარდება, სანამ ჩვენს მტრებზე გამარჯვებას არ მივაღწევთ“, – აღნიშნა ლაპიდმა.

ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები დღეს, გამთენიისას გაუშვეს. მედიის ცნობით, ტერორისტული ჯგუფის, „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად ისრაელში, სულ მცირე, 100 ადამიანი დაიღუპა. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საავადმყოფოებში ამ დროისთვის 908 დაშავებულია გადაყვანილი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო. ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.

ამასთან, პალესტინური მხარის ინფორმაციით, ღაზაზე ისრაელის თავდასხმის დროს 198 დაიღუპა და 1000-მდე ადამიანი დაშავდა.