ისრაელის ნაკრების კაპიტანი - საქართველო ჩემი და ბევრი ებრაელის გულთან ახლოსაა #1TVSPORT
ისრაელის ნაკრების კაპიტანი - საქართველო ჩემი და ბევრი ებრაელის გულთან ახლოსაა #1TVSPORT

ისრაელის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ელი დასამ თბილისში „ჯვაროსნებთან“ მატჩამდე კომენტარი გააკეთა და საქართველოზე და ქართველებზე ემოციურად ისაუბრა.

„საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ებრაელებსაც ძალიან უყვართ და აქაურ ხალხსაც ვუყვარვართ. აქ თავს მშვენივრად ვგრძნობთ, რადგან ჩვენი მეგობრები არიან. მინდა, მადლობა გადავუხადო მათ განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობისა და ასეთი ადამიანური დამოკიდებულებისთვის. პირადად მე ბევრი ქართველი მეგობარი მყავს. საქართველო კი ის ქვეყანაა, რომელიც ჩემი და ბევრ სხვა ებრაელის გულთან ახლოსაა.

თუმცა თამაშის დროს სიტყვა „მეგობრობა“ ლექსიკონიდან გაქრება. ჩვენი მდგომარეობა მარტივი არ არის. დელეგაციის თითოეული წევრი სირთულეების წინაშე დგას. ზოგიერთი ჩვენგანი ოჯახიდან შორსაა. გვინდა, გამოვიყენოთ ეს თამაში, რომელიც ხალხს გარკვეულ სიხარულს მოუტანს. იმედია, რომ შეხვედრის მსვლელობისას მაინც არ იქნება სირენების ხმები და გულშემატკივარი საინტერესო შეხვედრას იხილავს“.