ისრაელის მთავრობის მიერ ინიცირებული სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ თელ ავივში მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა
Thousands of Israelis protest against the planned judicial overhaul in Tel Aviv, on April 29, 2023. Photo by Avshalom Sassoni/Flash90 *** Local Caption *** דגלי ישראל מחאה הפגנה מהפכה משפטית רפורמה
ისრაელის მთავრობის მიერ ინიცირებული სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ თელ ავივში მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. დასავლური მედია წერს, რომ ისრაელის ნაციონალისტურ-რელიგიური მთავრობის სასამართლო რეფორმა ათი ათასობით ადამიანმა გააპროტესტა.
აქციის მონაწილეების შეფასებით, მთავრობის რეფორმა ქვეყანაში დემოკრატიას ზღუდავს.
ისრაელში საპროტესტო აქციები, უკვე მეშვიდე კვირაა, იმართება. პირველი მაისიდან ისრაელის პარლამენტის სესია იხსნება.
მთავრობა და მისი მხარდამჭერები ამბობენ, რომ ცვლილებები საჭიროა აქტივისტი მოსამართლეების შესაჩერებლად, რომლებიც აგრესიულად შეიჭრნენ პარლამენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სფეროში.