ისრაელის მთავრობის ბრძანებით, იერუსალიმის ძველ ნაწილში საგუშაგო კოშკი აშენდება
ისრაელის მთავრობის ბრძანებით, იერუსალიმის ძველ ნაწილში საგუშაგო კოშკი აშენდება

იერუსალიმის ძველ ნაწილში, ისრაელის მთავრობის ბრძანებით, უსაფრთხოების მიზნით, საგუშაგო კოშკი აშენდება. მშენებლობა უკვე დაწყებულია. გადაწყვეტილებას პალესტინური მხარისგან უკმაყოფილება და კრიტიკა მოჰყვა.

ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, არსებული ინფორმაციის თანახმად, იერუსალიმის აღმოსავლეთით ტერორისტული აქტებია დაგეგმილი, რომელიც ნაწილობრივ უკვე აღკვეთეს, თუმცა უსაფრთხოების ზომები მაინც გამკაცრდება.

ისრაელსა და პალესტინას შორის ურთიერთობები ბოლო თვეებში კიდევ უფრო გამწვავდა, რისი ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის გამოცხადება იყო.