ისრაელის მთავრობამ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა
ისრაელის მთავრობამ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა

ისრაელის მთავრობამ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. როგორც ისრაელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები იმ რეგიონებსა და ქალაქებში იმოქმედებს, რომლებიც ღაზის სექტორიდან 80 კილომეტრში მდებარეობს. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ უსაფრთხოების განსაკუთრებული რეჟიმი იმოქმედებს იერუსალიმსა და თელავივშიც. როგორც ადგილობრივი ჟურნალისტები აღნიშნავენ, მსგავსი ზომების მიღება იმას ნიშნავს, რომ სარაკეტო იერიშები მომდევნო 48 საათში კიდევ არის მოსალოდნელი.

ისრაელის არმიამ 12 ნოემბერს ღამით ავიაიერიშები მიიტანა ღაზის სექტორზე. სამიზნე დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერი იყო, რომელიც დაბომბვის შედეგად დაიღუპა. საპასუხოდ ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით სარაკეტო იერიშები განხორციელდა. როგორც ისრაელის თავდაცვის სამინისტროში დააკონკრეტებს, 24 საათში ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით 190-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს. შედეგად დაშავდა 17 მოქალაქე.