ისრაელის მიერ სირიის ტერიტორიის დაბომბვის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ისრაელის მიერ სირიის ტერიტორიის დაბომბვის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

ისრაელის მიერ სირიის ტერიტორიის დაბომბვას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. სირიის სამთავრობო სააგენტო „სანა“-ს ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა იერიში ჰომსის და დამასკოს პროვინციებში არსებულ სამხედრო პოზიციებზე მიიტანეს.

საჰაერო იერიში ლიბანის საჰაერო სივრციდან განხორციელდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად სხეულის დაზიანება 21-მა ადამიანმა მიიღო.

სირიის მედიასაშუალებები წერენ, რომ ავიაიერიშის გამო მატერიალური ზარალი მიადგა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და საცხოვრებელ სახლებს. ისრაელის მხარე ოფიციალურ კომენტარს ჯერ არ აკეთებს.

დატოვე კომენტარი