ისრაელის მიერ სირიის ავიაბაზის დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ისრაელის მიერ სირიის ავიაბაზის დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

ისრაელის მიერ სირიის ავიაბაზის დაბომბვას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა. ინფორმაციას სირიის სამთავრობო მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, სარაკეტო შეტევა ჰომსის რეგიონში, „ტე-4“-ის სახელით ცნობილი ტიასის ავიაბაზის წინააღმდეგ განხორციელდა. სირიის მედიასაშუალებები წერენ, რომ სამთავრობო არმიის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ორი რაკეტის განეიტრალება შეძლო.

დაბომბვის შედეგად სამხედრო ბაზაზე ხანძარი გაჩნდა. სააგენტო „სანას“ ინფორმაციით, სარაკეტო დაბომბვამ საბრძოლო მასალების საწყობი და სხვა შენობები დააზიანა.