ისრაელის მიერ სირიის ავიაბაზის დაბომბვის გამო, ირანი საპასუხო ზომების მიღებით იმუქრება
ისრაელის მიერ სირიის ავიაბაზის დაბომბვის გამო, ირანი საპასუხო ზომების მიღებით იმუქრება.
ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მრჩეველი ამბობს, რომ ისრაელის სარაკეტო თავდასხმა უპასუხოდ არ დარჩება. ისრაელის ავიაიერიში დაგმო ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც.
ირანის საგარეო უწყებამ გაერო-ს გენერალურ მდივანს წერილი გაუგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ ქვეყანა იტოვებს უფლებას დაიცვას საკუთარი მოსახლეობა, ტერიტორია და სუვერენიტეტი ყველა შესაძლო საშუალებით. გაერო-ს ქარტიის თანხმად, ისრაელის სამხედრო ავიაციამ იერიში ჰომსის რეგიონში მდებარე სირიის ავიაბაზაზე მიიტანა. დაბომბვის შედეგად ირანის შვიდი მოქალაქე დაიღუპა. რუსეთის თავდაცვის სამინსიტროს ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო თვითმფრინავები სირიაში ლიბანის ტერიტორიიდან შევიდნენ.