ისრაელის მიერ ღაზაზე იერიშის შედეგად, სულ მცირე, 24 ადამიანი დაიღუპა

13:43, 22.04.2025

ისრაელმა ღაზაზე იერიში მიიტანა. „ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იერიშს, სულ მცირე, 24 ადამიანი ემსხვერპლა.

თავდასხმის შედეგად ხან იუნისში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა.

2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზაში 51 000-ზე მეტი პალესტინელია დაღუპული.

მსგავსი