ისრაელის მედიის ცნობით, მინისტრთა კაბინეტის სამი წევრი კარანტინშია გადაყვანილი
ისრაელის მედიის ცნობით, მინისტრთა კაბინეტის სამი წევრი კარანტინშია გადაყვანილი

ისრაელის მედიის ცნობით, მინისტრთა კაბინეტის სამი წევრი კარანტინშია გადაყვანილი. ეს მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მათ კოლეგას კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს.

საქმე ეხება იერუსალიმის საქმეთა მინისტრ რაფი პერეცს, რომელსაც „კოვიდ-19“ დაუდგინეს. ამის გამო 9 აგვისტომდე კარანტინში გადაიყვანეს ისრაელის წყლის რესურსების, რელიგიისა და თემთა განვითარების მინისტრები და ასევე მათი თანაშემწეები.

შეგახსენებთ, რომ ისრაელში კორონავიურსის შემთხვევების რაოდენობამ მატება მაისის ბოლოდან დაიწყო. ივლისში კი, ისრაელში ყოველდღიურად დაფიქსირებული ახალი შემთხვევების რიცხვმა 1 300-ს გადააჭარბა.