ისრაელის მედიის ცნობით, ისრაელის ქალაქებზე ღაზას სექტორიდან სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა
ისრაელის მედიის ცნობით, ისრაელის ქალაქებზე ღაზას სექტორიდან სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა

ისრაელის ქალაქებზე ღაზას სექტორიდან სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. ისრაელის მედიის ინფორმაციით, არაბული ანკლავიდან რაკეტები გაუშვეს ბერშევას, რეხოვოთის, აშდოდის, აშკელონის და კირიათ მალახის მიმართულებით.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე რაკეტა აშდოდსა და აშკელონში ჩამოვარდა, მაგრამ სარაკეტო იერიშის შედეგად, არავინ დაღუპულა.

სარაკეტო დარტყმების შედეგად სამხრეთ ისრაელში რამდენიმე ადგილზე ხანძარი გაჩნდა.