ისრაელის მედია - რამდენიმე ათეულმა ლიბანელმა ისრაელის სასაზღვრო ღობე გაარღვია, საპასუხოდ ისრაელის არმიამ გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნა
ისრაელის მედია - რამდენიმე ათეულმა ლიბანელმა ისრაელის სასაზღვრო ღობე გაარღვია, საპასუხოდ ისრაელის არმიამ გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნა

რამდენიმე ათეულმა ლიბანელმა ისრაელის სასაზღვრო ღობე გაარღვია და ისრაელის ტერიტორიაზე გადავიდა. საპასუხოდ ისრაელის არმიამ გამაფრთხილებელი ცეცხლი ტანკებიდან გახსნა. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ამბოხებულმა ლიბანელებმა, საზღვრის გარღვევის შემდეგ ადგილზე ცეცხლი დაანთეს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, გამაფრთხილებელი გასროლის შემდეგ ლიბანელებმა ქვეყნის ტერიტორია დატოვეს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

შემთხვევა ისრაელის ქალაქ მეტულას მახლობლად მოხდა. პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე ასეული იორდანიელი ისრაელის საზღვართან მივიდა და იორდანიის პოლიციის საგუშაგო გაარღვია.

„სულითა და სისხლით გამოგისყიდით, ალ-აქსა“, – სკანდირებენ აქციის მონაწილეები.