ისრაელის მედია - ისრაელის უსაფრთხოების სამსახურების ინფორმაციით, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა ხამენეი, შესაძლოა, გასულ კვირას განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად დაჭრილია
ისრაელის უსაფრთხოების სამსახურები მიიჩნევენ, რომ აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა ხამენეი, რომელიც მის მემკვიდრედ განიხილება, შესაძლოა, გასულ კვირას განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად დაჭრილი იყოს. ამის შესახებ „თაიმს ოფ ისრაელი“ წერს.
ისრაელის უსაფრთხოების სამსახურების თქმით, ფიქრობენ, რომ აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი ცოცხალია.
როგორც მედია წერს, აიათოლა ალი ხამენეის შვილი მოჯთაბა ხამენეი ფავორიტია იმ კანდიდატებს შორის, რომლებსაც ირანის ექსპერტთა ასამბლეა ახალ უზენაეს ლიდერად განიხილავს.
როგორც „ბიბისი“ წერს, ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ექსპერტთა ასამბლეა, სავარაუდოდ, მომდევნო 24 საათში აირჩევს.