ისრაელის მედია - დონალდ ტრამპის და ბენიამინ ნეთანიაჰუს საუბრის შემდეგ, ისრაელის სამხედრო ავიაციამ თეირანში რადარი დაბომბა, თუმცა ავიაგამანადგურებლების დიდი ნაწილი უკან დაბრუნდა
ისრაელის მედია - დონალდ ტრამპის და ბენიამინ ნეთანიაჰუს საუბრის შემდეგ, ისრაელის სამხედრო ავიაციამ თეირანში რადარი დაბომბა, თუმცა ავიაგამანადგურებლების დიდი ნაწილი უკან დაბრუნდა

დონალდ ტრამპის და ბენიამინ ნეთანიაჰუს საუბრის შემდეგ ისრაელის სამხედრო ავიაციამ თეირანში რადარი დაბომბა, თუმცა ავიაგამანადგურებლების დიდი ნაწილი უკან დაბრუნდა. ამის შესახებ ისრაელის მედია წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, ეს იყო საპასუხო ქმედება ირანიდან ორი ბალისტიკური რაკეტის გაშვებაზე.

აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალური ქსელის მეშვეობით ისრაელს მოუწოდა, არ ჩამოეყარა ბომბები ირანში და პილოტები უკან დაებრუნებინა. ამის შემდეგ ტრამპმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელეფონო საუბარი გამართეს, რა დროსაც, გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმდნენ, რომ ირანის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის საპასუხოდ ერთ „სიმბოლურ“ სამიზნეს დაარტყამდნენ.

მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში როგორც ირანი, ასევე ისრაელიც დაადანაშაულა.