ისრაელის მედია – აშშ-ის სადაზვერვო სამსახურმა ისრაელი კორონავირუსის შესახებ გასული წლის ნოემბერში გააფრთხილა

12:14, 17.04.2020
President Donald Trump, right, looks over to Israeli Prime Minister Benjamin Netanyahu, left, during an event in the East Room of the White House in Washington, Tuesday, Jan. 28, 2020, to announce the Trump administration's much-anticipated plan to resolve the Israeli-Palestinian conflict. (AP Photo/Susan Walsh)

ჩინეთში კორონავირუსის აფეთქებაზე აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა ისრაელი გასული წლის ნოემბერში გააფრთხილეს. ამის შესახებ ისრაელის მედია, ტელეკომპანია, „ჩენელ 12“-ზე დაყრდნობით წერს.

გავრცელებული ცნობით, ჩინეთის ქალაქ უხანში კორონავირუსის გავრცელებაზე ინფორმაცია ისრაელმა ნოემბრის მეორე ნახევარში მიიღო, რასაც თან ახლდა აშშ-ის მიერ საიდუმლო დოკუმენტების შექმნა. ისრაელის მედია წერს, რომ აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა საიდუმლო დოკუმენტები ორ მოკავშირეს, ისრაელსა და ნატო-ს გააცნეს. დოკუმენტებზე წვდომა ისრაელის თავდაცვის ძალებს ჰქონდა.

ჩენელ 12“-ის მოპოვებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ დაზვერვის მონაცემები ხელმისაწვდომი გახდა ისრაელის გადაწყვეტილებების მიმღები პირებისა და ჯანდაცვის სამინისტროსთვის, მაგრამ ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა. კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ისრაელმა ჩინეთთან ფრენები 30 იანვარს შეწყვიტა.

მსგავსი