ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ „ჰამასს“ 10-ზე მეტი ისრაელელი მძევლის ცხედარი აქვს, რომელთა დაბრუნებაც ახლა შეუძლია

23:09, 16.10.2025
Israeli soldiers carry the coffins of deceased hostages, identified at the time by Palestinian militant groups as Oded Lifschitz, Shiri Bibas and her two children, Kfir and Ariel Bibas, who were kidnapped during the deadly October 7, 2023 attack by Hamas, and were handed over under the terms of a ceasefire between Hamas and Israel, in the Gaza Strip in this handout image obtained by Reuters on February 20, 2025. GPO/Handout via REUTERS THIS IMAGE HAS BEEN SUPPLIED BY A THIRD PARTY

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ახლო მრჩევლებთან შეხვედრას გეგმავს, რათა „ჰამასის“ მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმები განიხილოს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, „ჰამასს“ ისრაელისთვის 19 მძევლის ცხედარი ჯერ კიდევ არ დაუბრუნებია.

პარალელურად კი, „ჰამასის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ ისრაელს ყველა ცხედარი გადასცეს, რომელთა პოვნაც შეძლეს.

ისრაელის მაღალჩინოსანმა Channel 12-ს განუცხადა, რომ „ჰამასის“ არ სჯერათ და გაცილებით მეტი ცხედრის დაბრუნებაა შესაძლებელი.

ცნობისთვის, „ჰამასმა“ პარასკევს, ცეცხლის შეწყვეტის ძალაში შესვლის შემდეგ ღაზაში დაკავებული 28 გარდაცვლილი მძევლიდან ცხრა მათგანის ცხედარი დააბრუნა.

15 ოქტომბერს ისრაელის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ „ჰამასთან“ სამშვიდობო შეთანხმების მომდევნო ეტაპზე გადასვლა მხოლოდ პირველი ფაზის დასრულების შემდეგ მოხდება, რაც დაჯგუფების მიერ ყველა დაღუპული ისრაელელი მძევლის ცხედრის გადაცემას გულისხმობს. ისრაელში აცხადებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ღაზის სექტორში საომარ მოქმედებებს განაახლებენ.

მსგავსი