ისრაელის ჯარისკაცებთან დაპირისპირებისას 10 პალესტინელი დაშავდა

18:28, 04.01.2018

ბეთლემის დევნილთა ბანაკში, ისრაელის ჯარისკაცებთან დაპირისპირების შედეგად, 10 პალესტინელი დაშავდა.

„ბანაკზე განხორციელებული თავდასხმისას, ისრაელის არმიასთან შეტაკების დროს, პალესტინელები ისრაელის ჯარისკაცების მიერ საბრძოლო ტყვიების სროლის გამო დაზიანდნენ“, – ნათქვამია პალესტინის ადმინისტრაციის ჯანდაცვის სამინისტროში.

გავრცელებული ცნობით, ორი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

დაშავებულებს პირველადი დახმარება წითელი ნახევრმთვარის საერთაშორისო ორგანიზაციამ გაუწია.

მსგავსი