ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ირანთან და „ჰეზბოლასთან“ კონფლიქტის შედეგად საავადმყოფოებში 133 დაშავებული გადაიყვანეს

09:55, 07.04.2026

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ირანთან და „ჰეზბოლასთან“ კონფლიქტის შედეგად საავადმყოფოებში 133 დაშავებული გადაიყვანეს.

კერძოდ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხუთი ადამიანის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ხოლო 127-ის – დამაკმაყოფილებელი.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ომის დაწყებიდან, 28 თებერვლიდან, საავადმყოფოებში 7 183 ადამიანი მოათავსეს, რომელთაგან 118 ამჟამად საავადმყოფოში რჩება. დაშავებულთა რიცხვში შედიან როგორც ჯარისკაცები, ასევე მშვიდობიანი მოქალაქეები.

მსგავსი