ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო - ვაქცინირებული 715 425 მოქალაქიდან ვირუსი მხოლოდ 317-ს შეხვდა
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო - ვაქცინირებული 715 425 მოქალაქიდან ვირუსი მხოლოდ 317-ს შეხვდა

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ვაქცინაცინიდან ერთ კვირაში კორონავირუსი მოქალაქეთა 0,04 პროცენტს აღმოაჩნდა, მათგან საავადმყოფოში მხოლოდ 16 მოხვდა.

კიდევ ერთი კვლევის მიხედვით, რომელიც ასევე ისრაელში ჩაატარეს, „პფაიზერის“ ვაქცინის გაკეთებიდან ათი დღის შემდეგ 163 ათასი მოქალაქიდან ვირუსი მხოლოდ 31-ს დაუდგინეს.

კვლევის ავტორთა თქმით, ეს ნიშნავს, რომ ვაქცინის ეფექტურობის მაჩვენებელი დაახლოებით 92 პროცენტია. ისრაელი ვაქცინირებული მოქალაქეების რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ამჟამად, აცრა ისრაელის მოსახლეობის მეოთხედმა გაიკეთა.