ისრაელის ჯანდაცვის მინისტრი - პირველადი კვლევებით, ბოლო ექვს თვეში სრულად ვაქცინირებული პირები „ომიკრონისგან“ დაცული არიან
ისრაელის ჯანდაცვის მინისტრი - პირველადი კვლევებით, ბოლო ექვს თვეში სრულად ვაქცინირებული პირები „ომიკრონისგან“ დაცული არიან

ისრაელის ჯანდაცვის მინისტრი ნიცან ჰოროვიცი აცხადებს, რომ „კოვიდ-19“-ის ახალ ვარიანტთან დაკავშირებით ოპტიმიზმის საფუძველი გაჩნდა, რადგან პირველადი კვლევებით, ბოლო ექვს თვეში სრულად ვაქცინირებული პირები „ომიკრონისგან“ დაცული არიან.

„მომდევნო დღეებში ჩვენ უფრო ზუსტი ინფორმაცია გვექნება „ომიკრონთან“ ვაქცინის ეფექტურობის შესახებ, მაგრამ ოპტიმიზმისთვის სივრცე უკვე არსებობს, რადგან პირველადი დაკვირვებით, ორჯერ ვაქცინირებული პირები ვირუსის ახალი ვარიანტისგან დაცული არიან“, – განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, ახლა აუცილებელია, რომ ყველა ადამიანი რისკისგან თავის დაცვის მიზნით, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრას.

შეგახსენებთ ვირუსის ახალი სახეობა „ომიკრონი“ რამდენიმე დღის წინ სამხრეთ აფრიკიდან გავრცელდა.

დატოვე კომენტარი