ისრაელის ფინანსთა მინისტრი - ისრაელი აპირებს, დაიწყოს დასახლების მშენებლობა, რომელიც დაყოფს დასავლეთ სანაპიროს და მას აღმოსავლეთ იერუსალიმისგან მოწყვეტს
ისრაელი აპირებს, დაიწყოს დასახლების მშენებლობა, რომელიც დაყოფს დასავლეთ სანაპიროს და მას აღმოსავლეთ იერუსალიმისგან მოწყვეტს, – ამის შესახებ ისრაელის ფინანსთა მინისტრი, ბეზალელ სმორტიჩი აცხადებს. მისი ოფისის განცხადებით, ეს ნაბიჯი დაასრულებს პალესტის სახელმწიფოს იდეას.
„ყველა, ვინც მსოფლიოში დღეს ცდილობს პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას, ჩვენს პასუხს მიიღებს. არა დოკუმენტებით, არა გადაწყვეტილებებით თუ განცხადებებით, არამედ ფაქტებით. სახლების ფაქტებით, უბნების ფაქტებით“, – განაცხადა სმოტრიჩმა.
გაერო-მ მოუწოდა ისრაელს, არ გააკეთოს ეს, რადგან „ეს დაასრულებს ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის პერსპექტივებს“.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ განაცხადა, რომ ეს გეგმა უნდა შეჩერდეს.
„გაერთიანებული სამეფო მკაცრად ეწინააღმდეგება ისრაელის მთავრობის გეგმას, რომელიც ორად დაყოფს მომავალ პალესტინის სახელმწიფოს. ეს წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის მკვეთრ დარღვევას“, – განაცხადა ლემიმ.