ისრაელის ფინანსთა მინისტრი - ბენიამინ ნეთანიაჰუმ და კაბინეტმა სისუსტე გამოიჩინეს, ემოციამ სძლია გონებას და მათ კიდევ ერთხელ აირჩიეს სამხედრო ოპერაციის დაწყება, რომლის მიზანი არ არის გამარჯვება
ისრაელის ფინანსთა მინისტრი - ბენიამინ ნეთანიაჰუმ და კაბინეტმა სისუსტე გამოიჩინეს, ემოციამ სძლია გონებას და მათ კიდევ ერთხელ აირჩიეს სამხედრო ოპერაციის დაწყება, რომლის მიზანი არ არის გამარჯვება

ისრაელის ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ ნეთანიაჰუს მიმართ ნდობა დაკარგა, ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. ბეზალელ სმორტიჩის თქმით, არ ფიქრობს, რომ ნეთანიაჰუს შეუძლია, „ისრაელის თავდაცვის ძალები გამარჯვებამდე მიიყვანოს“.

„პრემიერ-მინისტრმა და კაბინეტმა სისუსტე გამოიჩინეს. ემოციამ სძლია გონებას და მათ კიდევ ერთხელ აირჩიეს იმავეს გაკეთება, სამხედრო ოპერაციის დაწყება, რომლის მიზანი არ არის გამარჯვება, არამედ „ჰამასზე“ შეზღუდული ზეწოლის განხორციელება, რათა მძევლების თაობაზე ნაწილობრივი შეთანხმება მიღწეულიყო, ამავდროულად ნათლად განაცხადეს, რომ თუ „ჰამასი“ დათანხმდება შეთანხმებას, ჩვენც დავთანხმდებით კვლავ გაჩერებას, უკან დახევას, მათ ძალების აღდგენისა და ხელახლა შეიარაღების საშუალებას მივცემთ“, – განაცხადა სმორტიჩმა.

ცნობისთვის, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა დაამტკიცა პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი 5-პუნქტიანი ინიციატივა ომის დასასრულებლად, სადაც საუბარია „ჰამასის“ განიარაღებაზე, მძევლების დაბრუნებაზე, ღაზის სექტორის დემილიტარიზებასა და მასზე ისრაელის უსაფრთხოების ძალების კონტროლის გავრცელებაზე, ასევე ალტერნატიული სამოქალაქო ადმინისტრაციის ჩამოყალიბებაზე.