ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი - ისრაელმა უნდა შეწყვიტოს გაჭიანურება და ჯოჯოხეთის კარიბჭე გაუღოს ღაზის სექტორს
ისრაელმა უნდა შეწყვიტოს გაჭიანურება და ჯოჯოხეთის კარიბჭე გაუღოს ღაზის სექტორს, – ამის შესახებ ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა, იტამარ ბენ გვირმა განაცხადა.
ისრაელის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, ისრაელის ომის საბოლოო მიზანი ღაზაში „ჰამასის“ დამარცხებაა, ხოლო ყველა მძევლის უსაფრთხოდ დაბრუნების ერთადერთი გზა სრული სამხედრო გამარჯვებაა.
„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ. პრეზიდენტმა ტრამპმა რამდენიმე თვის წინ გამოგვიცხადა მხარდაჭერა, რომ „ჰამასისთვის“ ჯოჯოხეთის კარიბჭე გაგვეღო და ჩვენ ვაჭიანურებთ. ჩვენ უნდა შევწყვიტოთ გაჭიანურება და დავიწყოთ გადამწყვეტი შეტევა, ღაზის სექტორის მთელი ტერიტორიის ოკუპაცია და ღაზელების მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიგრაციის წახალისება. ისრაელის მთავრობას უფრო მეტი მონდომება სჭირდება ჯოჯოხეთის კარიბჭის გასაღებად. მე ტრამპს არ ვადანაშაულებ, ვადანაშაულებ ჩვენს ზოგიერთ თანამემამულეს, რომლებიც ცოტა ყოყმანობენ. არ უნდა ვიყოყმანოთ“, – განაცხადა იტამარ ბენ გვირმა.