ისრაელის ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს ჯაშუშობისთვის 11- წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის ისრაელის ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს, გონენ სეგევს 11- წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. იერუსალიმის საოლქო სასამართლოს ინფორმაციით, გონენ სეგევს 11- წლიანი პატიმრობა საპროცესო გარიგების შემდეგ შეეფარდა.
პროკურორები აცხადებენ, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ირანის სადაზვერვო სამსახურის სახელით ხუთი წლის განმავლობაში მოქმედებდა და სხვადასხვა სახის ინფორმაციის გადასაცემად საიდუმლო არხებს იყენებდა.
ისრაელის პროკურორების მტკიცებით, გონენ სეგევი საიდუმლო შეხვედრებს როგორც ირანის ტერიტორიაზე, ასევე სხვა ქვეყნებში მართავდა. ისრაელის მედია წერს, რომ სეგევი 2005 წელს ნარკოტიკების კონტრაბანდის და საბანკო ბარათების გაყალბებისთვისაც არის გასამართლებული.