ისრაელის ელჩი - მივესალმები დავით ზალკალიანის მნიშვნელოვან განცხადებას, რომელიც მტკიცედ უარყოფს ანტისემიტიზმს
ისრაელის ელჩი - მივესალმები დავით ზალკალიანის მნიშვნელოვან განცხადებას, რომელიც მტკიცედ უარყოფს ანტისემიტიზმს

მივესალმები დავით ზალკალიანის მნიშვნელოვან განცხადებას, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩი რან გიდორი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით „ფეისბუქში“ წერს.

„მივესალმები საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანის მნიშვნელოვან განცხადებას, რომელიც მტკიცედ უარყოფს ანტისემიტიზმს და ებრაელი ხახის მიმართ სოლიდარობას გამოხატავს. ჩვენ ყველამ უნდა გავაერთიანოთ ძალები, რათა მოვახდინოთ ექსტრემისტების, რასისტებისა და ქსენოფობების იზოლირება და მარგინალიზება“, – წერს რან გიდორი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გუშინ „ტვიტერში“ განაცხადა, რომ „ანტისემიტიზმის უმცირესი გამოვლინებაც კი ვერასოდეს იპოვის ადგილს ქართველის გულსა და ცნობიერებაში“.