ისრაელის დელეგაცია ისრაელი-ღაზის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე დასასწრებად პარიზში გაემგზავრა
ისრაელის დელეგაცია ისრაელი-ღაზის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე დასასწრებად პარიზში გაემგზავრა

ისრაელის დელეგაცია, მოსადის უფროსის, დევიდ ბარნეას ხელმძღვანელობით, ისრაელი-ღაზის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე დასასწრებად პარიზში გაემგზავრა. გადაწყვეტილება ისრაელის მთავრობამ გუშინ შეცვალა, მანამდე კი ისინი უარს ამბობდნენ ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე.

ისრაელის დელეგაცია პარიზში აშშ-ის ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს დირექტორს, კატარის პრემიერ-მინისტრსა და ეგვიპტის დაზვერვის მაღალჩინოსნებს შეხვდება.

აშშ იმედოვნებს, რომ მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასა და ექვსკვირიანი ჰუმანიტარული პაუზის აღების თაობაზე შეთანხმებას მიაღწევენ. „ჰამასს“ ამ დრომდე 100-ზე მეტი ისრაელელი მძევალი ჰყავს, რომლებიც 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს გაიტაცეს.