ისრაელის დედაქალაქ თელ ავივში ანტისამთავრობო აქცია მიმდინარეობს
ისრაელის დედაქალაქ თელ ავივში ანტისამთავრობო პროტესტი მიმდინარეობს, აქციის მონაწილეებმა თელ ავივის ერთ-ერთი მთავარი მაგისტრალი დაღუპულთა ხსოვნისთვის გადაკეტეს და შადრევანი წითლად შეღებეს.
პროტესტის მონაწილეებს ხელში ბანერები წარწერით, „სრული მარცხი“ და „დამნაშავე“ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს სურათთან ერთად უჭირავთ.
ანტისამთავრობო ჯგუფები, მათ შორის ოქტომბრის საბჭო, 7 ოქტომბრის თავდასხმების საჯარო გამოძიებას მოითხოვს.
ცნობისთვის, ისრაელში საპარლამენტო არჩევნები 27 ოქტომბერს არის ჩანიშნული.