ისრაელის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სატელეფონო საუბრისას ირანში ომი, ისრაელის წინააღმდეგ დარტყმები და ჰორმუზის სრუტის საკითხი განიხილეს
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ გიდეონ საარსა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან-ნოელ ბაროს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
როგორც გიდეონ საარი სოციალურ ქსელში წერს, მხარეებმა ირანში ომისა და ისრაელის წინააღმდეგ დარტყმების შესახებ ისაუბრეს.
საარმა ფრანგ კოლეგას განუცხადა, რომ „2 მარტიდან ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელს 2 000-ზე მეტჯერ დაარტყეს რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით“.
გიდეონ საარის თქმით, ბეირუთმა „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ „რეალური ზომები“ უნდა მიიღოს.
როგორც ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანგ კოლეგას განუმარტა, ისრაელი „ვალდებულია, დაიცვას საკუთარი თავი და მოქალაქეები ტერორისტული სახელმწიფოსგან, რომელიც ირანის რეჟიმის ინტერესებით მოქმედებს“.
ჰორმუზის სრუტის ბლოკადასთან დაკავშირებით კი საარმა ჟან-ნოელ ბაროს განუცხადა, რომ ეს „გლობალური პრობლემაა“.
საფრანგეთის მხრიდან აღნიშნული სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა.
Spoke with my French counterpart FM @jnbarrot, about the war in Iran and particularly about Lebanon.
I emphasized that the issue of the Strait of Hormuz is not an American or Israeli issue – it’s a global one. This is naval terrorism that harms the global economy. It began with… pic.twitter.com/wTH2JJQikK
— Gideon Sa’ar | גדעון סער (@gidonsaar) March 18, 2026