ისრაელის ციხიდან პალესტინელი მოზარდი გაათავისუფლეს, რომელიც ისრაელელ ჯარისკაცზე თავდასხმაში იყო ბრალდებული
ისრაელის ციხიდან პალესტინელი მოზარდი გაათავისუფლეს, რომელიც ისრაელელ ჯარისკაცზე თავდასხმაში იყო ბრალდებული

ისრაელის ციხიდან პალესტინელი მოზარდი გაათავისუფლეს, რომელიც ისრაელელ ჯარისკაცზე თავდასხმაში იყო ბრალდებული.

გოგონამ ციხეში რვა თვე გაატარა.

ვიდეო, რომელშიც აგედ ტამიმი ჯარისკაცს ურტყამს, სოციალური ქსელებით შარშან დეკემბერში გავრცელდა.

პალესტინელებისთვის თინეიჯერი წინააღმდეგობის მოძრაობის სიმბოლოდ იქცა. ციხიდან გათავისუფლებულ მოზარდს პალესტინელები ოვაციებით შეხვდნენ.

ისრაელელ ჯარისკაცზე თავდასხმის დროს მოზარდი 16 წლის იყო. მას 12 მუხლით წაუყენეს ბრალი. მარტში თინეიჯერმა ოთხ დანაშაულში თავი დამნაშვედ ცნო.