ისრაელის ჩრდილოეთით დრონის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 67 ადამიანი დაშავდა
ისრაელის ჩრდილოეთით, ბინიამინას დასახლების სიახლოვეს, ლიბანიდან გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად სულ მცირე 67 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.
ისრაელის მედიის ინფორმაციით, ოთხი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო ცხრა ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.
ინციდენტის ადგილას საჰაერო განგაში არ გამოცხადებულა. როგორც მედია აღნიშნავს, ისრაელის არმია იძიებს მიზეზს, თუ რატომ არ ამუშავდა თავდასხმისას სასიგნალო სისტემა.