ისრაელის ცესკო-ს მონაცემით, საარჩევნო უბნების 57.3%-ის დათვლის შემდეგ ბენიამინ ნეთანიაჰუს მხარდამჭერ ბლოკს 120-ადგილიან ქნესეთში 55 მანდატი აქვს, მის მოწინააღმდეგე ბლოკს – 49, არაბულ პარტიებს კი – 12

10:17, 28.10.2026

ისრაელის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნო უბნების 57.3%-ის დათვლის შემდეგ, დილის 07:58 საათის მონაცემებით,  ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მხარდამჭერ ბლოკს 120-ადგილიან ქნესეთში 55 მანდატი აქვს, მის მოწინააღმდეგე ბლოკს – 49, არაბულ პარტიებს კი – 12.

ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტიას, „ლიკუდს“ ქნესეთში 120-დან – 27 მანდატი, ხოლო მისი მთავარი კონკურენტის, გადგი აიზენკოტის პარტიას, „იაშარს“ 21 მანდატი ექნება.

ისრაელის მედიის ცნობით, ქვეყნის მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის აუცილებელია 61 მანდატი, შესაბამისად, წინასწარი მონაცემებით, ვერცერთი პოლიტიკური ბლოკი საჭირო უმრავლესობას ვერ აგროვებს.

მსგავსი