ბენი განცი და ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპს შეხვდებიან
ბენი განცი და ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპს შეხვდებიან

ისრაელის ცენტრისტული პარტიის ლიდერი, ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავარი მეტოქე ბენი განცი ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმის განსახილველად დონალდ ტრამპს შეხვდება.

როგორც პარტია „ლურჯი და თეთრის“ ლიდერმა ბენი განცმა განაცხადა, მან აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიწვევა მიიღო.

ბენი განცის განცხადებით, პრეზიდენტ ტრამპის მიერ შემუშავებული სამშვიდობო გეგმა ისტორიაში შევა, როგორც მნიშვნელოვანი ეტაპი ახლო აღმოსავლეთში ისტორიული და რეგიონული შეთანხმებისკენ მიმავალ გზაზე.

დონალდ ტრამპთან შესახვედრად და მასთან სამშვიდობო გეგმის დეტალების განსახილველად ვაშინგტონში ასევე გაემგზავრება ისრაელის მოქმედი პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.

მისი თქმით, ეს არის იშვიათი ისტორიული შესაძლებლობა.

თავის მხრივ, პალესტინის ლიდერები აცხადებენ, რომ მათი ჩართულობის გარეშე ქმედითი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია.

პალესტინის ხელმძვანელობა აცხადებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციას მათთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპმა ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტის დასრულებისკენ მიმართული გეგმის გამოქვეყნებმა ბოლო ორი წლის განმავლობაში არაერთხელ გადადო.

ისრაელსა და პალესტინას შორის სამშვიდობო მოლაპრაკებები 2014 წელს შეწყდა.