ისრაელის არმიის სამხედროები სირიის ქალაქ მადინატ ალ-ბაატში შევიდნენ
ისრაელის არმიის სამხედროები სირიის ქალაქ მადინატ ალ-ბაატში შევიდნენ. აღნიშნული ქალაქი ქუნეითრას რეგიონში მდებარეობს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედროები ქალაქში რამდენიმე სამთავრობო შენობაში შევიდნენ ჩხრეკის ჩასატარებლად.
არაბული წყაროების თანახმად, ქალაქში ისრაელის არმია ატარებს სამძებრო ოპერაციას და ასევე ადგილობრივ მცხოვრებლებს ეკრძალებათ როუმინგის გამოყენება თავიანთ საცხოვრებელ ზონაში.
მადინატ ალ-ბაატი მდებარეობს ბუფერულ ზონაში ისრაელსა და სირიას შორის, რომელშიც ისრაელის თავდაცვის ძალები ასადის რეჟიმის დაცემის შემდეგ შევიდა.