ისრაელის არმიის დაბომბვას ღაზის სექტორში, სულ მცირე, 20 ადამიანი ემსხვერპლა
ისრაელის არმიის დაბომბვას ღაზის სექტორში, სულ მცირე, 20 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელის არმიის დაბომბვას ღაზის სექტორში, სულ მცირე, 20 ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მსხვერპლთა უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან.

არაბული მედია წერს, რომ ისრაელის სამხედროებმა ალ-მავასის რაიონში კარვების ბანაკი დაბომბეს, რომელიც მანამდე „ჰუმანიტარულ უსაფრთხო ზონად“ იყო განსაზღვრული. არაბული მედია წერს, რომ ისრაელის თავდასხმები ღაზის სექტორის ყველა რეგიონში განხორციელდა, მათ შორის ქალაქ რაფაჰში და ქალაქ ხან იუნისში.

პარალელურად, ისრაელის სამხედრო ძალები ოპერაციას აგრძელებენ მდ. იორდანეს დასავლეთ ნაპირზე. ოპერაციის დროს ქალაქ ტამუნში ახალგაზრდა ადგილობრივი მამაკაცი დაიღუპა.