ისრაელის არმიის ცნობით, ღაზას სექტორში 14-სართულიანი შენობა გაანადგურეს, სადაც „ჰამასის“ სამხედრო სტრუქტურები იყო განლაგებული
ისრაელის არმია იუწყება, რომ ავიაიერიშის შედეგად ღაზას სექტორში 14-სართულიანი შენობა განადგურებულია.
მათივე ცნობით, შენობაში მოძრაობა „ჰამასის“ სამხედრო სტრუქტურები იყო განლაგებული.
როგორც ისრაელის არმიის „ტვიტერის“ გვერდზეა აღნიშნული, შენობაში განლაგებულ ინფრასტრუქტურას „ჰამასის“ წევრები სამხედრო-ტაქტიკური ინფორმაციის გადასაცემად და დაზვერვისთვის იყენებდნენ.
მანამდე, ღაზას სექტორის ცენტრალურ ნაწილში ისრაელის სარაკეტო დარტყმის შედეგად ღაზას სექტორში 16-სართულიანი შენობა, ბურჯ-აშ-შუქური დაინგრა. შენობაში მდებარეობდა პალესტინური ტელეკომპანიებისა და საინფორმაციო სააგენტოების ოფისები.
დაბომბვების შესახებ შენობაში მყოფი მოქალაქეები წინასწარ იყვენენ ინფორმირებული ისრაელის არმიის მიერ და მათ ევაკუაციისთვის სათანადო დრო მისცეს.
Moments ago, IDF fighter jets struck a 14-story building in southern Gaza, which housed Hamas military intelligence offices & infrastructure used to communicate tactical-military information.
We warned civilians in the building & provided them sufficient time to evacuate. pic.twitter.com/lFT7ntbXzW
— Israel Defense Forces (@IDF) May 12, 2021