ისრაელის არმია ადასტურებს, რომ ღაზას სექტორში „ისლამური ჯიჰადის“ ერთ-ერთი მეთაურის ლიკვიდაცია მოახდინეს
ისრაელის არმია ადასტურებს, რომ ღაზას სექტორში „ისლამური ჯიჰადის“ ერთ-ერთი მეთაურის ლიკვიდაცია მოახდინეს

ისრაელმა „ისლამური ჯიჰადის“ ერთ-ერთი მეთაურის ლიკვიდაცია მოახდინა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის არმია ადასტურებს.

„ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა ღაზას სექტორში „ისლამური ჯიჰადის“ სარაკეტო ძალების მეთაურის, ალი გალის ლიკვიდაცია მოახდინა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის დროს დაიღუპა „ისლამური ჯიჰადის“ კიდევ ორი წევრი“, – ნათქვამია ისრაელის არმიის განცხადებაში.

მედიის ცნობით, ალი გალი ითვლებოდა ორგანიზაციის ცენტრალურ ფიგურად და პასუხისმგებელი იყო ისრაელის ტერიტორიაზე სარაკეტო იერიშზე, მათ შორის, ბოლო ოპერაციაზე – „ფარი და ისარი“.