ისრაელი სირიაში სამხედრო ოპერაციას გააგრძელებს
ისრაელი სირიაში სამხედრო ოპერაციას გააგრძელებს

ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა სირიაში სამხედრო ოპერაციის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, სამხედრო ოპერაციის მიზანი კვლავ იქნება ირანის სამხედრო კომპონენტის შეზღუდვა და ამავდროულად რუსეთის არმიასთან კომუნიკაცია გაგრძელდება. პარალელურად, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა თქვა, რომ რუსული თვითმფრინავის კატასტროფის მიუხედავად, ისრაელი სირიაში სამხედრო ოპერაციას არ შეწყვეტს. ისრაელსა და რუსეთს შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემამ რუსული სადაზვერვო თვითმფრინავი ჩამოაგდო. მანამდე, სირიაში სამხედრო ობიექტები ისრაელის ავიაციამ დაბომბა. რუსეთში თქვეს, რომ ისრაელის თვითმფრინავმა ოპერაციის შემდეგ, რუსული თვითმფრინავი ფარად გამოიყენა.