ისრაელი საქართველოს 26 მაისს ულოცავს [ვიდეო]

ისრაელში საქართველოს საელჩო ავრცელებს ვიდეომილოცვას, სადაც ისრაელელები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ.

„კიდე ერთი განსაკუთრებული გზავნილი ისრაელელი მეგობრებისგან“, – ასეთია გზავნილი საქართველოს მეგობარი ქვეყნიდან.

ვიდეომილოცვა სრულდება ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას სიტყვებით, რომელიც ყველას ურჩევს, გაატარონ ზაფხული საქართველოში.

„მადლობა სიყვარულისთვის, გაატარეთ ზაფხული საქართველოში, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფრს,რათა თქვენ იყოთ უსაფრთხოდ და ბედნიერები ჩვენთან ერთად“,- ამბობს ლაშა ჟვანია.